ღობურების სიმჭიდროვე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღობურების სიმჭიდროვე - ღობურების საერთო სიგრძის (კმ-ობით) თანაფარდობა დასაფარავი მიმართულების (ზოლის, ზღუდის, მონაკვეთის) ფრონტის სიგანესთან. განსაზღვრავენ ცალ-ცალკე – ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითი ჯარის საწინააღმდეგო ნაღმების და არაასაფეთქებელი ღობურებისთვის.
ღობურების სიმჭიდროვე შეიძლება გაანგარიშებულ იქნეს თავდაცვის წინა ხაზის წინ ტაქტიკურ და ოპერატიულ სიღრმეზე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017