ღვინიაშვილი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი ღვინიაშვილი – დაიბადა 1969 წლის 26 მარტს თბილისში. — იურისტი, პოლიტიკოსი.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1996). სამხედრო სამსახური (1988-90).
სამუშაო გამოცდილება
- საქაგრომშენის შემკეთებელი (1986-1987)
- საქართველოს პროკურატურის ინსპექტორი, კურიერი (1987-1988)
- საბურთალოს რაისაკვების ტრესტის საწყობის მუშა (1990-1991)
- საქართველოს პროკურატურის თანაშემწე, სტაჟიორი, გამომძიებელი, გენინსპექციის პროკურორი, პროკურორი (1992-2002)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის უფროსი (2002-2003)
- საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახური - დეპარტამენტის უფროსი (2004)
- ქალაქ თბილისის პროკურორი (2004-2008).
- საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში (2008-2012).
პარლამენტის წევრი
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008): მაჟორიტარი, №12 გურჯაანის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №12 გურჯაანის საარჩევნო ოლქი, პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლის დეკემბრიდან: პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონები“ - თავმჯდომარე.
სახელმწიფო ჯილდოები
- ღირსების ორდენი (25.05.2005)
- ღირსების ორდენი (11.11.2009)
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2008-2012 წლების საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- საქართველოს თანამდებობის პირები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები