ქრისტე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქრისტე - (ეტიმ. ბერძ. christós, თარგმანი ებრაული სიტყვისა mashîah („მესია“), „ცხებული“, „კურთხეული“). ძველ აღთქმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა და აღნიშნავს ჟამთა აღსასრულის იდეალურ მეფე-წინასწარმეტყველ-მღვდელმსახურს, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება საყოველთაო და სულიერი ხასიათის მქონე წინასწარმეტყველებანი.
პირველმა ქრისტიანებმა მესია იესო ნაზარეველთან გააიგივეს და ჩამოაყალიბეს გამოთქმა იესო ქრისტე („იესო მესიაა“). ქრისტე ქრისტოლოგიური სახელია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ახალ აღთქმაში (დაახლოებით 535-ჯერ). საბოლოოდ ის იესოს მეორე სახელად იქცა.