ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა
„ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი – აჭარა“ პირველი ცდაა ისტორიულად ჩამოყალიბებული იმ ტრადიციული კულტურული ფასეულობების განზოგადებისა, რომელიც აჭარის მოსახლეობის შრომა-საქმიანობის პროცესში სოციალური ურთიერთობების, სამეურნეო ყოფის, მატერიალური და სულიერი კულტურის სფეროში საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ვითარდებოდა. წიგნში მოთხრობილია ჩვენის წინაპრების მრავალფეროვანი ემპირიული ცოდნაგამოცდილების შესახებ, რომელსაც ისინი მეზობელი ეთნოგრაფიული ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად უძველესი დროიდან აყალიბებდნენ, ინახავდნენ და თაობიდან-თაობას გადასცემდნენ. ღირებულებათა ამ უზარმაზარი ციკლიდან არაერთი ფასეულობა ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომელიც კავკასიურანატოლიური აგრარული ცივილიზაციის წიაღში თანმიმდევრულად განვითარდა და დროთა განმავლობაში მსოფლიო კულტურის ორგანულ ნაწილად იქცა.
წყარო
ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა