უსუფაშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით უსუფაშვილი – დაიბადა 1968 წლის 5 მარტს სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში. — იურისტი, პოლიტიკოსი. მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე (2012-2016).
განათლება
- ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1992).
- დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი (1999).
- სამხედრო სამსახური (1986-88).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (1989-1995);
- სახელმწიფო მეთაურის იურიდიული მრჩეველი (1992-1995).
- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (1993-95);
- ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველო“-ს საბჭოს წევრი (1995-97, 2000-2001);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, თავმჯდომარე (1994-97).
- საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, პარლამენტის თავმჯდომარე (2012-2016), სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ლელო - მამუკა ხაზარაძე“
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი იურისტები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრები
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეები
- საქართველოს პოლიტიკური ლიდერები
- საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრები