უნიფორმიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უნიფორმიზაცია (ლათ. uniformis – ერთსახოვანი, ერთგვაროვანი) – მრავალსახა ანალიზური ფუნქციის წარმოდგენა პარამეტრის ცალსახა ანალიზური ფუნქციების საშუალებით.
მაგალითად: ორსახა ანალიზური ფუნქციის z2 + w2 = 1 წარმოდგენა t პარამეტრის ცალსახა ანალიზურ ფუნქციათა საშუალებით:
- z = (1-t2)/(1+t2), w=2t/(1+ t2); ან z=sint, w = cost.