ტახტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტახტი
1. ოთხფეხიანი დასაწოლი ან დასაჯდომი ავეჯის სახეობა. საქართველოსი მისი მრავალი სახეობა არსებობდა თუშეთში ტახტი წარმოადგენდა კედლის გასწვრივ გაკეთებულ მაღალფეხიან ხის საწოლს, რომელიც არყის ხის მსხვილი ჯოხებით კედელთან იყო მიმაგრებული და წნელით ძირგამოწნული.ტახტზე ქერის ბზით გატენილი ლეიბი ან მხოლოდ ნაბადი ეფინა; ქიზიყური ტახტი წარმოადგენდა დიდი ზომის მაღალფეხიან ხის საწოლს, რომელსაც ჰქონდა მოაჯირიანი გვერდები და ზურგი. თავთან ედო ბალიშიანი ხის თავსადები ასახდელი სახურავით, რომელიც გამოიყენებოდა აგრეთვე წვრილმანი ნივთების ჩასაწყობად. საწოლი განსაზღვრული იყო დიდი ოჯახებისთვის. დღისით ტახტზე აფენდნენ ხალიჩას, ფარდაგს ან ჯეჯიმს; ხევსურული ტახტი წარმოადგენდა ოჯახის დასაძინებელ მაღალფეხიან ხის საწოლს. პირიქითა ხევსურეთში ტახტს ლოგინად იხსენიებენ;
2. მეფეთა და იმპერატორთა დასაბრძანებელი სავარძელი.