სიჩქარე – სიდიდე, რომელიც ახასიათებს წერტილის მდებარეობის ცვლილებას დროში. სიჩქარე არის წერტილის მოძრაობის ერთ-ერთი ძირითადი კინემატიკური მახასიათებელი. სიჩქარის ცვლილება დროის ერთეულში არის აჩქარება. სიჩქარის განზომილებაა [LT-1]; მისი ერთეულებია სმ/წმ (CGS), მ/წმ (Si), კმ/სთ და სხვა.
წყარო
მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი