სილაგაძე აპოლონ
აპოლონ სილაგაძე – (Apolon Silagadze), (დ. 1942 - გ. 2017), ქართველი პედაგოგი, პოლიტიკოსი, დიპლომატი, 1998-2004 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში – აკრედიტებული სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ლიბანის რესპუბლიკასა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.
დაიბადა 29 მაისი, 1942 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1959-1964 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგია. აღმოსავლეთმცოდნე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი
სამუშაო გამოცდილება
1983-1998 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრის გამგე;
1981-1985 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი;
1986-1988 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი;
1988-1991 – გაზეთ „სახალხო განათლება“, მთავარი რედაქტორი;
1992-1998 – გაზეთი „სვაბოდნაია გრუზია“, მთავარი რედაქტორი;
1990-1991 – საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი;
1998-2004 – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1998-2004).
2004-დან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრის გამგე, ეროვნული სტრატეგიის ცენტრის ხელმძღვანელი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ჯილდოები:
ღირსების ორდენი.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები
- ქართველი დიპლომატები
- ქართველი პოეტები
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პედაგოგები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1990-1991 წლების საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები
- სილაგაძეები