სამშვიდობო გასასვლელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამშვიდობო გასასვლელი – საერთაშორისო სამართლის ცნება, რომლის შესაბამისად, უცხო ქვეყნის ხომალდები უწყვეტად და სწრაფად მიცურავენ.
1. ზღვის გადაკვეთის მიზნით, შიდა წყლებში შეუსვლელად, რეიდზე ან საპორტო ნაგებობასთან დაუდგომლად;
2. შიდა წყლებში შესვლა-გამოსვლის მიზნით რეიდზე ან საპორტო ნაგებობასთან დგომისთვის.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017