საეკლესიო სამართალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საეკლესიო სამართალი - მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიისა და სახელმწიფოს მიერ ეკლესიის საკითხებზე სანქცირებული წესების სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის შინაგან სტრუქტურასა და საეკლესიო ორგანიზაციას, მორწმუნეებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას.

საეკლესიო სამართლით წესრიგდება საოჯახო და საქორწინო სამართლის საკითხები, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების დანაშაულთა განსჯა, დავა საეკლესიო ქონების შესახებ და სხვ. ფეოდალურ საქართველოში საეკლესიო სამართლის სახელმძღვანელო ნორმები მოცემული იყო თარგმნილ და ორიგინალურ ძეგლებში: „მცირე სჯულის კანონი“ (X ს.), „დიდი სჯულის კანონი“ (XI ს.), რუის-ურბნისის კრების „ძეგლისწერა“ (XII ს.) „მცნებაჲ სასჯულოჲ“ (XVI ს.), „მცნებაჲ მღვდელთათვის“ (1768 წ.) და სხვ. კართაგენის კრების მე-15 კანონის მიხედვით, სასულიერო პირმა საკამათო საკითხების გასარკვევად უნდა მიმართოს არა სამოქალაქო, არამედ საეკლესიო სასამართლოს. საეკლესიო სასჯელში მოიაზრება ეპიტიმია. სასულიერო პირთათვის კი, მღვდელმსახურების შეჩერება და შემდგომ საეკლესიო კანონების დაუმორჩილებლობისა და მოუნანიებლობის შემთხვევაში - განკვეთა.




წყარო

საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები