საბიძგებელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბიძგებელა – მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ბიძგისებრი მოძრაობისათვის რაიმე სისტემაში (მაგ., მოწყობილობა გვირაბღუმელში ვაგონეტების წაბიძგებისათვის). არსებობს გორგოლაჭებიანი, მექანიკური, სარქვლის, სოკოსებრი, ჯაჭვური, ჰიდრავლიკური და სხვა ტიპის.