საათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სურ. 1 კამერტონული საათი. სურ. 2 კვარცული საათი. სურ. 3. სტრონციუმიანი ატომური საათი

საათი

1. დროის ერთეული, დღე-ღამის 1/24 ნაწილი;


2. დროის აღმრიცხველი ხელსაწყო, რომლის მოქმედება ეფუძნება ისეთ მუდმივ პერიოდულ პროცესებს, როგორებიცაა: დედამიწის ბრუნვა, ქანქარას, კვარცული ფირფიტისა და მოლეკულის ატომების მექანიკური და ელექტრონული რხევები და სხვა. განასხვავებენ საყოფაცხოვრებო (მაგიდის, კედლის, მაჯის, კოშკის და სხვ.) და სპეციალური დანიშნულების (რადიოშუქურა, სასიგნალო, პროცედურული, ასტრონომიული, საჭადრაკო, ტაბელური და სხვ.) საათებს. ყველაზე ზუსტ საათს წარმოადგენს კამერტონული, რომელშიც გამოყენებულია კამერტონის სტაბილური რხევები, ისრის სვლის სიზუსტით ±0,1 წმ დღეღამეში; კვარცული (პიეზოელექტრული ეფექტი) სიზუსტით 100 ნწმ-მდე (10-7 წმ) და ატომური (ისრის სვლა რეგულირდება მოლეკულური გენერატორით) – 1 ნწმ-მდე (10-9 წმ).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები