რუსეთ-ამერიკის კონვენციები, ხელშეკრულებები და შეთანხმებები 1824-1914

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთ-ამერიკის კონვენციები, ხელშეკრულებები და შეთანხმებები 1824-1914

სარჩევი

რუსეთ-ამერიკის კონვენცია 1824

ჩრდილოეთ ამერიკაში რუსეთის სამფლობელოების საზღვრის დასადგენად, ხელი მოაწერეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კ. ნესელროდემ და აშშ-ის მხარის წარმომადგენელმა პ. მიდლტონმა სანქტ-პეტერბურგში 17 აპრილს.

ჯერ კიდეე XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთ-ამერიკის კომპანია აწარმოებდა მოლაპარაკებებს აშშ-თან ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სიტუაციის სტაბილიზაციისათვის. საქმე ისაა, რომ ალასკაზე დაფუძნებული მსხვილი სავაჭრო და ბეწვეულის მწარმოებელი ამერიკული კომპანიები იარაღით ამარაგებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად. ნ. პ. რუმიანცევის მიერ 1908 წარმოებულ მოლაპარაკებებს პრაქტიკული შედეგი არ გამოუღია. 1814 გენტის შეთანხმების შემდეგ კელავ გაძლიერდა ამერიკული ექსპანსია. ანუ პრეტენზიას აცხადებდა ორეგონზე, რომლის დაუფლება ინგლისსაც სურდა, თავის მხრივ ალექსანდრე I-ის ბრძანებით აიკრძალა უცხოური ხომალდების მიახლოება ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებთან 100 მილის დაშორებით. არსებობდა საშიშროება, რომ რუსეთი გაიმაგრებდა პოზიციებს თორეგოსსა და კალიფორნიაში, სადაც დაარსებული იყო რუსული კოლონიები. აშშ მაქსიმალურად ცდილობდა რუსეთის სამფლობელოების შევიწროებას.

1824 წლის გაზაფხულზე რუსეთისა და ამერიკის მხარეებმა ხელი მოაწერეს კონვენციას. აშშ მიისწრაფოდა, მოეპოვებინა თავისუფალი რეწვისა და ვაჭრობის უფლება ჩრდილოეთ რაიონებში. მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებისათვის რუსეთმა გახსნილად გამოაცხადა თევზჭერა წყნარი ოკეანის ნაპირებთან 10 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მხარემ კონვენციის ფინალური ნაწილი ცნო, ამერიკის მმართველ წრეებს არ შეუწყვეტიათ ექსპანსიური პოლიტიკის გატარება, რაც საბოლოოდ ალასკის ამერიკელებისათვის მიყიდვით დასრულდა.

რუსეთ-ამერიკის ხელშეკრულება 1832

ვაჭრობისა და ნავიგაციის შესახებ, ხელი მოაწერეს სანქტ-პეტერბურგში, 18 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კ. ნესელროდემ და აშშ-ის დესპანმა დ. ბიუკენმა. რუსეთ-ამერიკას შორის სავაჭრო ხელშეკრულების დადების საკითხი მრავალგზის დაისვა. ამერიკელ ფ. დვინს, რომელიც იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგში 1781-83, მიცემული ჰქონდა ინსტრუქცია, რომ გულთბილად მიღების შემთხვევაში, დაესვა საკითხი სავაჭრო ხელშეკრულების გასაფორმებლად. სავაჭრო მოლაპარაკებებისათვის რუსეთში მიავლინეს დ. კ. ადამსი, ა. გალატინი და დ. ბაიარდი, რომლებმაც შესთავაზეს რუსეთს, ჩარეულიყო ინგლის-ამერიკის ომში, რომელიც 1812-14 მიმდინარეობდა, სხვადასხვა მიზეზის გამო ხელშეკრულება მოგვიანებით დაიდო. შეთანხმების პირობები ამტკიცებდა ადრეულ ურთიერთობებს რუსეთ-ამერიკას შორის, გამოაცხადეს თავისუფალი ვაჭრობა და ნაოსნობა მოლაპარაკებაში მონაწილე ორივე მხარისათვის. ორივე ქვეყნის მცხოვრებლებს მიეცათ ვაჭრობის უფლება იმ ადგილებში, სადაც დაშვებული იყო საერთაშორისო ვაჭრობა. ხელშეკრულების ვადა 1839 წლის 1 იანვრამდე იყო, იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებაში მონაწილე რომელიმე მხარე არ განაცხადებდა, ოფიციალურად გაუქმებულიყო ხელშეკრულება, იგი ძალაში დარჩა 1911-მდე.

კონვენცია საზღვაო ნეიტრალიტეტზე 1854

ხელი მოაწერეს რუსეთის მხრიდან ბარონმა ე. სტეკლემ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უ. მარსმა ვაშინგტონში 10(22) ივლისს. ეს კონვენცია რუსული დიპლომატიისათვის წარმატებას წარმოადგენდა ისეთ რთულ ვითარებაში, როგორიც იყო ყირიმის ომი 1853-56. იგი ძირითადად მიმართული იყო რუსეთის მიმართ ინგლის-საფრანგეთის ფლოტის მტრული მოქმედების წინააღმდეგ, რომელიც დიდ ზარალს აყენებდი რუსეთის ვაჭრობას ნეიტრალურ სახელმწიფოებთან და კერძოდ აშშ-თან.

კონვენცია შედგებოდა ოთხი ნაწილისაგან. ორივე ქვეყნის მხარეების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ცნობდნენ ყველა ნეიტრალური ქვეყნის ხომალდს (მათ შორის აშშ-ის ხომალდებსაც, თუმცა კონვენციაში იგი არ იყო პირდაპირ მითითებული), მათ უფლება ეძლეოდათ, გადაეტანათ ომში მონაწილე ქვეყნების მოქალაქეების ტვირთი. მასში აღნიშნული იყო, რომ ომში მონაწილე სახელმწიფოების მოქალაქეთა ტვირთს არ შეიძლება გაუკეთდეს კონფისკაცია ნეიტრალურ ხომალდზე. რა თქმა უნდა, თუ საქონელი არ წარმოადგენდა სამხედრო კონტრაბანდას; რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც გამოთქვამდა მზადყოფნას, ეხელმძღვანელა შეთანხმების დებულებებით, ჩაითვლებოდა მოლაპარაკების სრულუფლებიან წევრად (როგორც რუსეთი და აშშ), სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა მოხდა 1854 წლის 19 (31) ოქტომბერს ვაშინგტონში, რის შემდეგაც კონვენცია ძალაში შევიდა.

რუსეთ-ამერიკის ხელშეკრულება 1867

რუსეთის მიერ აშშ-თვის ალასკის მიყიდვასთან დაკავშირებით, ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სეიარდმა და რუსეთის ელჩმა სტეკლემ ვაშინგტონში. აშშ-მა ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გააძლიერა ექსპანსია, დაუკავშირდა სავაჭრო ურთიერთობებით შორეულ აღმოსავლეთს, განსაკუთრებით ორეგონისა და კალიფორნიის დაუფლების შემდეგ. ყირიმის ომის (1853-56) მსვლელობის პერიოდში აშშ-მა შესთავაზა რუსეთს, დაეწყოთ მოლაპარაკება ალასკის მიყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მოლაპარაკება არ შედგა. სახელმწიფო მდივანი მარსი და კალიფორნიის შტატის სენატორი გვინი რუსეთის ელჩს ბარონ სტეკლეს ალასკის საფასურად 5 მლნ დოლარს სთავაზობდნენ. ალასკის გაყიდვის წინააღმდეგი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ა. მ. გორჩაკოვი. აშშ-ში სამოქალაქო ომის დროს (1861-65) ამერიკელებმა კიდევ ერთხელ შესთავაზეს თავიანთი წინადადება რუსეთს, მაგრამ სეიარდმა მხოლოდ ომის შემდეგ მოიპოვა წარმატება მოლაპარაკებებში, რასაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ინგლის-რუსეთის ურთიერთობის გამწვავებამ და რუსულ-ამერიკული კომპანიის გაკოტრებამ. აშშ-მა რუსეთისაგან შეისყიდა ალასკა და მახლობელი კუნძულები 7200 ათას დოლარად (14320 ათასი რუბლი). 1959-დან ალასკა აშშ-ის 49-ე შტატად იქცა.

რუსეთ-ამერიკის შეთანხმება 1914

სადავო საკითხების მშვიდობიანად გადასაწყვეტად, შეთანხმება გაფორმდა პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს რუსეთის ელჩმა აშშ-ში გ. პ. ბახმეტევმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უ. ჯ. ბრაიანმა. შეთანხმების მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარება. 1914 შეთანხმების პირველი მუხლის თანახმად, რუსეთისა და აშშ-ის მთავრობა ყოველგვარ სადავო საკითხს გადასცემდა განსახილველად მათ მიერვე სპეციალურად დაარსებულ მუდმივ საერთაშორისო კომისიას (მსა) იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხები ვერ გადაწყდება ორმხრივი დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს. შეთანხმება ძალაში შევიდა სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის შემდეგ 1915 წლის 22 მარტს. მას არსებითი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები