რაფსოდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რაფსოდი − (ბერძ. ῥαψῳδός, rhapsōidos, rhapto – ვაწყობ და ode – სიმღერა), მოხეტიალე მსახიობ-მომღერლები, ეპიკური პოემების წამღერებით შემსრულებლები (ძირითადად ჰომეროსის პოემები), ადგილ-ადგილ ქნარის გამოყენებით. მომღერალ-იმპროვიზატორ აედებისაგან განსხვავებით, ასრულებდნენ უკვე ჩამოყალიბებულ პოეტურ ტექსტებს. ზოგჯერ ისინი თავად იყვნენ პოეტები. ანტიკური ხანის გადმოცემით, ჰომეროსიც რაფსოდი იყო.
ძველი საბერძნეთის კლასიკურ ეპოქაში (V-IV სს. ძვ.წ.) რაფსოდის ხელოვნება თეატრალური ხელოვნების ნაწილად იქცა და იარსება გვიანი ანტიკურობის ხანამდე (I ს. ძვ.წ.) მელოდეკლამაციის სახით.