ჟამნი (ლოცვა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟამნი - ძველ აღთქმაში დღე იყოფოდა ოთხ ჟამნად, ანუ ოთხ დროდ. თითოეული ჟამნი შედგება დასაწყისი ლოცვების, სამი ფსალმუნისა და რამდენიმე ლოცვისაგან, რომლებიც შერჩეულია დღე-ღამის განსაზღვრული მონაკვეთისა და მაცხოვრის ვნების განსაკუთრებული მომენტების შესაბამისად.
- მესამე ჟამნი - (10-11-12 სთ) პილატეს მსჯავრის გახსენება და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის მოხსენიება.
- მეექვსე ჟამნი - (13-14-15 სთ) მაცხოვრის სვლა გოლგოთისაკენ და ქრისტეს ჯვარცმა.
- მეცხრე ჟამნი - (16-17-18 სთ) ეს ის დროა, როცა ქრისტემ განუტევა სული და იკითხება ქრისტეს ვნებანი და მიცვალება.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.