პასოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პასოსი – (esp. pasos), ესპანური სახალხო თეატრის ჟანრი (XVI საუკ.) კომედიურ-ყოფითი ხასიათის, ერთაქტიანი პიესა, ფარსის მაგვარი. პასოსის ენა ხატოვანია, მახვილი, ხალხური იუმორით აღსავსე. პასოსს ასრულებდნენ მოხეტიალე მსახიობები ღია ცის ქვეშ.