პავილიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პავილიონი (ფრანგ. pavillon)
1. მსუბუქი კონსტრუქციის მცირე შენობა, ჩვეულებრივ იდგმება ბაღებსა და პარკებში.
2. გამოფენაზე აგებული შენობა, რომელშიც გამოფენილია ექსპონატები.
3. სპეციალური შენობა კინო ან ფოტოგადაღებისათვის.
4. ხის ჩარჩოებით შექმნილი, ინტერიერის ანუ სახლშიდა მოწყობილობის ამსახველი თეატრალური დეკორაცია გამოყენებულ იქნა 1794 წ. გერმანელი მსახიობის და რეჟისორის ფ.ლ, შრიოდერის მიერ. განსაკუთრებული გავრცელება ჰპოვა ყოფითი და ფსიქოლოგიური დრამის განვითარების პერიოდში, რომელსაც ესაჭიროებოდა ინტიმური, შინაურული გარემოს შექმნა.