ოქუმის ხარების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოქუმის ხარების ეკლესია

ოქუმის ხარების ეკლესია - ხარების სახელობის ეკლესია სოფელ ოქუმში. ადგილობრივების გადმოცემით, ეს ეკლესია მე-17 საუკუნეშია აგებული. ის ბაზილიკური სტილის ყოფილა, რაზედაც მისი ნავისებური ფორმა მიგვანიშნებს. ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში საკურთხეველია, ცენტრალურ ნაწილში – დარბაზი. საკურთხეველი გამოყოფილი ყოფილა კანკელით და მასზე განთავსებული მაცხოვრის ხატებით. როგორც ადგილობრივების გადმოცემით, ეკლესია ეკუთვნოდათ თავად ემუხვარებს. იქ სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა მღვდელი ხარიტონ შელია, დიაკვნად მსახურობდა იაკობ ქვაჩახია. ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ ეკლესიამ ფუნქციონირება შეწყვიტა და სხვადასხვა წარმოება-დაწესებულების საკუთრებას წარმოადგენდა. ამჟამად ეკლესია გადახურულია.






წყარო

  • ნონა შონია „იცნობდეთ ჩვენიკუთხის კულტურულ მემკვიდრეობას“,- გაზ. ჩემი აფხაზეთი, №30,-2015 წლის მარტი.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები