ორი მეგობარი (ბომარშე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ორი მეგობარი“ – ფრანგი დრამატურგის, პიერ ბომარშეს, მეშჩანური დრამა (1770).
პიესაში მოქმედება საფრანგეთში, ბურჟუაზიულ წრეში მიმდინარეობს. აქაც გრძელდება მორალიზებული თემატიკის ხაზი. პიესა მოგვითხრობს მამაზე, რომელიც თავის უკანონო ქალიშვილს საზოგადოებას დისშვილად წარუდგენს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სიმართლეს აღიარებს. ძირითადი ამბის პარალელურად პიესაში შემოტანილია სოციალური პრობლემა – გაკოტრების თემა. ინტრიგა დახლართული და ხელოვნურია. ნაწარმოებს არ ჰქონდა წარმატება და პარიზში გავრცელდა ხუმრობა – პიესაში ნაჩვენებ ორ გაკოტრებას დაემატა მესამე – თავად პიესის ჩავარდნაო.