მონოდია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მონოდია − (ბერძნ. monodia – სოლო სიმღერა) ანტიკურ თეატრში პერსონაჟის მიერ შესრულებული არია ტრაგედიაში ან კომედიაში. სათავეს იღებს დატირების წესჩვეულებიდან. ელინისტურ ხანაში ყალიბდება დამოუკიდებელ ჟანრად.