მონაკვეთი
- 1. წრფის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია მის ორ წერტილს შორის და შეიცავს ორივე ამ წერტილს. იგივეა რაც სეგმენტი.
- 2. ნამდვილ x რიცხვთა სიმრავლე, რომლებიც აკმაყოფილებენ უტოლობას a ≤ x ≤ b; აღინიშნება [a, b].
წყარო
მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი