მოდულებიანი ბაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოდულებიანი ბაღი − ყვავილნარის, ბაღის მცირე სივრცის ან პარკის ფრაგმენტის გაფორმების ხერხი, დამყარებული განმეორებით მოდულის გეომეტრიულ სისტემაზე. მაგ., კვადრატები, მართკუთხედები, ტრაპეციები და სხვ., შევსებული სხვადასხვა ან ერთგვაროვანი ყვავილებითა და ბალახით, რომლებსაც ირგვლივ შემოწყობილი აქვს კერამიკული ან სხვა სახის ფილები.