მთავარი საფეხურები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მთავარი საფეხურები - (ინგლ. principal degree) პირველი, მეოთხე და მეხუთე (I, IV, V) საფეხურები (ე.ი. ტონიკა და მისგან კვინტით ქვემოთ და ზემოთ მდებარე სუბდომინანტა და დომინანტა) მაჟორსა და მინორში. თავისი სახელწოდება მთავარმა საფეხურებმა იმიტომ მიიღეს, რომ მათზე აგებული აკორდები უმნიშვნელოვანესია კილოების მაჟორულ - მინორულ სისტემაში.