მაღალაშვილი ილია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ილია მაღალაშვილი – დაიბადა 1970 წლის 12 სექტემბერს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი.
- ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (2008-2010).