მარკუს ვიტრუვიუს პოლიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარკუს ვიტრუვიუს პოლიო – (ლათ. Marcus Vitruvius Pollio II ს. ძვ.წ.), ძველრომაელი არქიტექტორი და ინჟინერი. ავტორი ტრაქტატისა „არქიტექტურის შესახებ“. მასში დიდი ყურადღება ეთმობა თეატრალური ნაგებობის საკითხებს. საუბრობს დეკორაციის შესახებაც. ამ ტრაქტატმა მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო აღორძინების და კლასიციზმის პერიოდის თეატრალური არქიტექტურის განვითარებას.