მანსარდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მანსარდა, ქორედი — (ფრანგ. mansarde), უშუალოდ სახურავის ქვეშ მოთავსებული სხვენის ტიპის საცხოვრებელი. სახელწოდება წარმოდგა ფრანგი არქიტექტორის - მანსარის გვარისგან. მანსარდა იძლევა დამატებით სასარგებლო ფართობს, ხოლო მანსარდული სახურავი ზრდის შენობის მოცულობას. ფართო გაგებით, მანსარდა ეწოდება მაღალი სახურავის ქვეშ მოთავსებულ ნებისმიერ სათავსს.