მაისის სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Maisis soko.PNG

მაისის სოკო (ლათ. Tricholoma gambosum (fr) Kumm. რუს. Майский гриб)

ქუდი – 5-10 სმ დიამეტრისაა, ბრტყლად ამოზნექილი, მშრალი, ოდნავ ბოჭკოვანი ზედაპირი მოთეთროა, მკრთალ-მოყვითალო, იშვიათად ჟანგმიწისფერი-მოყვითალომდე. ფირფიტები შეზრდილი, ხშირი, მოთეთრო.

ფეხი – 5-8 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა, ძირისკენ გაწვრილებული, თეთრია.

რბილობი – თეთრი, ფქვილის სუნით და გემოთი.

სპორები – ელიფსისებრი, უფერული, 4-6X2-3,5 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ტყეში, ტყის პირებში, მინდორზე და ა.შ. ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“.

საჭმელად გამოიყენება ახალი.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები