ლიტონი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიტონი – სპილენძის, კერამიკის ჭურჭელი ან მცირე ზომის კამერა, ჩატანებული კედლის წყობაში ან კამარაში და მიმართული შენობის შიგა სივრცისაკენ. ემსახურება ბგერის გაძლიერებას. ლიტონს იყენებდნენ ბიზანტიურ ხუროთმოძღვრებაში და დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების მშენებლობაში ეკლესიის დახურული სივრცის აკუსტიკური თვისებების გასაუმჯობესებლად.