კლდის მოცხარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კლდის მოცხარი – (Ribes biebersteinii Berl. Ex DC.); ოჯახი: ხურტკმელისებრნი (Grossulariaceae). 2 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. ერთწლიანი ყლორტები ღია ფერისაა, შიშველი. ფოთლები დიდი ზომისაა, ძირითადად, სქლად შებუსული. ხუთნაკვთიანი და გულის ფორმი ძირით. ყვავილედი მტევანია, 15-20-ყვავილიანი. ნაყოფი მუქი მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლების ტყეებში, ტყის პირას დ ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.