კვადრატული ფუნქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვადრატული ფუნქცია – ეს არის ფუნქცია, რომელიც განისაზღვრება კვადრატული სამწევრით
- f(x) = ax2 + bx + c, (a≠0).
კვადრატული ფუნქციის გრაფიკი არის პარაბოლა, რომლის სიმეტრიის ღერძი ორდინატთა ღერძის პარალელურია. პარაბოლას წვეროს კოორდინატებია (-b/2a; (4ac-b2)/4a). პარაბოლას შტოები მიმართულია ზევით, როცა a>0, ქვევით – როცა a<0.
კვადრატული ფუნქციის გრაფიკი კვეთს აბსცისათა ღერძს ორ წერტილში, თუ დისკრიმინანტი ∆ = b2-4ac>0; ეხება ერთ წერტილში, თუ ∆=0 და არ კვეთს აბსცისათა ღერძს, თუ ∆<0.