კერამიკული საღებავები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კერამიკული საღებავები – კერამიკული საღებავები მათი გამოყენებისა და ხასიათის მიხედვით იყოფიან ჭიქურქვეშა და ჭიქურზედა საღებავებად. პირველ საღებავებით ფარავენ მოუჭიქურებელ გამომწვარ ნაკეთობას. შემდეგ კი ფარავენ სასურველი ჭიქურით და იწყებენ ძლიერ ცეცხლზე მის გამოწვას. მეორე საღებავებს ადებენ უკვე სრულიად გამომწვარ და მოჭიქურებულ ნაკეთობას და ხელახალი გამოწვის მეშვეობით ამაგრებენ საღებავებს. ჭიქურზედა საღებავები ნაკლებ ბზინვარეა, რამდენადმე გამობურცულია და შედარებით იოლად იშლება.