კაჭარავა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი კაჭარავა − (დ. 12 დეკემბერი 1921, სოფ. საკაჭარავო, აბაშის რ-ნი, – გ. 8 მარტი 1995, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველოლოგი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1994).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი (1949) და მუშაობა განაგრძო იქვე, კავკასიურ ენათა კათედრაზე. 1958-იდან კაჭარავა მოღვაწეობდა ყოფილ ა. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. იგი ავტორია 2 მონოგრაფიისა და 50-მდე სამეცნიერო სტატიისა, რომლებიც ეძღვნება ქართველოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებს.


ო. ქაჯაია


თხზულებები

  • ნასესხებ სიტყვათა ერთი ჯგუფის ფონეტიკური ცვლილებისათვის მეგრულში. – „სმამ“, 1963. ტ. 30, №3;
  • ზოგი გეოგრაფიული სახელწოდების აგებულებისათვის ქართველურ ენებში. – „თბილისის ა.ს. პუშკინის სახ. სახელმძ. პედ. ინ-ტის. შრომები“, I961, ტ. 15;
  • ფონეტიკური პროცესების მიმდინარეობის მოდელირების საკითხისათვის ქართველურ ენებში. – „მაცნე“ (ენისა და ლიტ. სერია), 1974, №4;
  • ბგერათა ასიმილაციურ-დისიმილაციური ცვლილებების ხარისხის განსაზღვრისათვის ქართველურ ენებში. – „სმამ“, 1975, ტ. 78.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები