ინტალიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინტალიო — (იტალ. Intaglio), რაიმე ძვირფასი ქვა ამოკვეთილი გამოსახულებით. მზადდება ჩაღრმავებული (ჩაძირული რელიეფი; ე.წ. ანკრუ ან კოილანოგლიფი) რელიეფის მეთოდით ძვირფას ან ნახევრადძვირფას ქვაზე ან მინაზე. აქვს კამეოს საწინააღმდეგო სტრუქტურა, რომლის დასამზადებლად გამოიყენება ამობურცული რელიეფის ტექნიკა.