თავჭედილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თავჭედილა (ლათ. Amanita pantherine (Fr.) Secr. რუს. Мухомор пантерный)
ქუდი – 5-10 სმ–მდე დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ კი ბრტყლად ამოზნექილი; დასაწყისში ზედაპირი ლორწოიანია, რომელზედაც საერთო საბურვლის ნარჩენები თეთრი მეჭეჭების სახითაა განლაგებული კონცენტრულად; მურაა, მოყვითალო-მურა ან მოყვითალო–მომწვანო ჭუჭყისფერთ ფირფიტები თეთრია.
ფეხი – 7-15 სმ სიგრძისაა და 0,5-2 სმ სისქისა; ძირში ბოლქვისებრია და მასზე განლაგებულია კონცენტრული რგოლები, ახასიათებს თეთრი საყელო.
რბილობი – თეთრია.
სპორები – ელიფსური, უფერული, 10-12X7-8 მკმ.
იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და წიწვიან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით. ძლიერ შხამიანია, იწვევს ნერვული ცენტრების დამბლას.