ვაიუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვაიუ – (ირან.) „ქარი“, „ჰაერი“, ირანულ მითოლოგიაში ქარის ღმერთი, რომელიც ითავსებს ომისა და გამარჯვების ღმერთის ფუნქციებს. ვაიუს ორმაგი ბუნება აქვს: ერთი მხრივ, თუ აჰურამაზდას ნათელში უდევს წილი, მეორე მხრივ, ანჰრო მაინიუს ბნელის მოწილეა.