ვაიმარის თეატრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვაიმარის თეატრი – გერმანული სასახლის კარის თეატრი; დაარსდა 1791 წელს საქსენ-ვაიმარის დიდ საჰერცოგოში. თეატრის სათავესთან იდგნენ დიდი გერმანელი მწერლები გოეთე (1791-დან 1817 წ-მდე) და შილერი (1799-დან 1805). თეატრი აღჭურვილი იყო სხვადასხვა მაშინარიით და ჰქონდა მბრუნავი სცენაც. მე-19 საუკუნის 10-ანი წლების ბოლოს, სხვადასხვა და მათ შორის ფინანსური პრობლემების გამო, ვაიმარის თეატრი ჩვეულებრივ სასახლისკარის თეატრად გადაიქცა. გოეთეს ხელმძღვანელობის პერიოდში ვაიმარის თეატრში დიდი ყურადღება ექცეოდა სამსახიობო ხელოვნების სრულყოფას, რეპერტუარს, რეჟისურას.