ეჭვიანობის ალკოჰოლური ბოდვითი იდეები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეჭვიანობის ალკოჰოლური ბოდვითი იდეები - (F10.5), (alcoholic jealousy), ქრონიკული ალკოჰოლიზმით გამოწვეული ფსიქოზური მოშლილობის ფორმა, რომელიც ხასიათდება მეუღლის ან სექსუალური პარტნიორის ღალატის ბოდვითი იდეებით. ბოდვას, როგორც წესი, თან სდევს ღალატის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ბეჯითი ძიება, პირდაპირი დადანაშაულება, რაც შემდგომ კონფლიქტს იწვევს. ადრე განიხილებოდა როგორც დამოუკიდებელი ნოზოლოგიური ერთეული.
სინონიმი
- სიყვარულის პარანოია
- ცოლ-ქმრული პარანოია