ექსპოზიცია (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსპოზიცია - (ლათ. expositio ჩვენება) – „სონატური ფორმის“ ან „ფუგის“ პირველი მონაკვეთი, რომელშიც ნაჩვენებია ძირითადი თემები (მარტივ ფუგაში – ერთი თემა, რომელიც თანმიმდევრულად ტარდება ყველა ხმაში). სონატური ალეგროს (სონატური ფორმის) ექსპოზიცია რამდენიმე ნაწილისაგან (პარტიისაგან) შედგება. „მთავარი პარტია“ გადმოგვცემს უმეტესად ნებისყოფიანი ან დრამატული ხასიათის თემას (იშვიათად რამდენიმე თემას). „შემაკავშირებელი პარტია“ მოდულაციის მეშვეობით გადადის ახალ ტონალობაში და ხშირად ამზადებს ახალ თემატურ მასალას. „დამხმარე პარტია“ შეიცავს ახალ თემას (ზოგჯერ რამდენიმე თემას); უმეტესად ლირიკული ხასიათისა, იგი კონტრასტს ქმნის მთავარ პარტიასთან და ჟღერს შემაკავშირებელი პარტიის მიერ მომზადებულ ტონალობაში (მაჟორში – როგორც წესი დომინანტურ, მინორში – პარალელური მაჟორის ტონალობაში). „დასკვნითი პარტია“ განამტკიცებს დამხმარე პარტიის ტონალობას, ხშირად სინთეზურად აერთიანებს მთავარი და დამხმარე პარტიების მასალას ან შეიცავს დასკვნითი ხასიათის ახალ თემატურ მასალას. შემაკავშირებელი და დასკვნითი პარტიები ზოგჯერ შესაძლოა არ იყოს.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები