ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი მელქისედეკი

ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)ეპისკოპოსი მელქისედეკი, ერისკაცობაში არკადი აბესალომის ძე ხაჩიძე, დაიბადა 1975 წლის 25 აპრილს ქ. ხაშურში.

1992 წელს დაამთავრა ქუთაისის 32-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1995 წელს სწავლა გააგრძელა გელათის სასულიერო აკადემიაში, ხოლო პირველი კურსის დახურვის შემდეგ სასწავლებლად გადავიდა ქ. თბილისის სასულიერო აკადემიაში.

1998 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და, იმ დროს თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორის, ამჟამად დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) შუამდგომლობით, სწავლა გააგრძელა საბერძნეთში, ქ. ათენის უნივერსიტეტში – ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2003 წელს და ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

2004 წლის 3 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, აკურთხეს დიაკვნად და ეწოდა სახელი-მელქისედეკი, ხოლო იმავე წლის 12 აპრილს აკურთხეს მღვდლად. ორივე ხელდასხმა საბერძნეთში, ქ. ტრიკალაში, წმ. ბესარიონის სახელობის მონასტერში, შეასრულა დიავლიის ეპისკოპოსმა დამასკინოსმა.

2005 წლის 31 აგვისტოს, თბილისში, ფერისცვალების მამათა მონასტერში, ბერად აღკვეცა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა, ხოლო იმავე წლის 11 სექტემბერს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, აიყვანა იღუმენის ხარისხში.

2007 წელს, ქ. ათენის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ღვთისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, იმავე წელს ჩაირიცხა სადოქტორო პროგრამაზე. ათენში ყოფნის პერიოდში მსახურობდა სხვადასხვა ტაძრებში.

2008 წლის თებერვლიდან – ივლისამდე, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის კურთხევით, მოღვაწეობა გააგრძელა ესპანეთში, ქ. არნედოს წმიდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში. ხოლო ივლისიდან, უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვაკ-ურთხევით, გადაიყვანეს თბილისში, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად.

2008 წ. 21 დეკემბერს, აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 2009 წლის 30 აპრილს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა გამოარჩია ჰერეთის ეპისკოპოსად. ხელდასხმა შესრულდა ამავე წლის 3 მაისს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში.

დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიაში ახალი მღვდელმთავრის წარდგინება მოხდა 2009 წლის 20 აგვისტოს.

2015 წლის იანვრიდან მეუფე მელქისედეკი მარგვვეთისა და უბისის ეპარქიის მმართველია.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

მელქისედეკი (ეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები