ელეგია (პოეზიის ჟანრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელეგია – მწუხარების გამომხატველი ლირიკული ლექსი, რომელიც წარმოშობით საწესო პოეზიიდან მომდინარეობს. და სამგლოვიარო ლექსის განვითარების თავისებურ სახეს წარმოაოგენს. გუნდური შესრულებიდან ელეგია ინდივიდუალურ შემსრულებელზე გადავიდა. სევდიან განწყობილებას სახალხო მგოსანი მხატვრული სიტყვების საშუალებით გადმოსცემს:

გულო, ჯავრისგან მოკლულო,
რა დაგაყარო წამალი...

ხალხური ელეგია მრავალფეროვანია: მორალური, სამიჯნურო და პოლიტიკური. ელეგიის გვერდით თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ფილოსოფიურ ელეგიას.

გ. შეთეკაური


ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი. ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956, გვ. 339--342;
  • ხალხური სიბრძნე, IV, 1965, გვ. 455.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები