ეზოკუსი კლოდიუს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კლოდიუს ეზოკუსი – (I ს. ძვ.წ.), ძველრომაელი მსახიობი-ტრაგიკოსი. ციცერონის მეგობარი და დიქციის მასწავლებელი. ციცერონის და უფრო გვიანდელი მოღვაწეების (ჰორაციუსი, კვინტილიანუსი) გადმოცემით, იგი გამოირჩეოდა მსახიობური წარმოსადეგობით, გულმოდგინედ და მუშავებული, გამომსახველი ჟესტით, ფლობდა მაყურებელზე ემოციურ-ფსიქოლოგიური ზემოქმედების ხელოვნებას, როლებს ასრულებდა დაუოკებელი გატაცებით, განსაკუთრებული სიღრმით თამაშობდა ევრიპიდეს გმირებს.