დუა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დუა (ოს. Дуа — „ამულეტი“, „ავგაროზი“) — სასწაულმოქმედი ძალის მქონე საგანი, რომელსაც შეუძლია მისი პატრონი გათვალვისაგან დაიცვას. ოსების რწმენით, იგი შეიძლება იყოს მაგიური თვისებების მატარებელი რკინის ნაჭერი, ცალკეული ბუჩქებისა და ხეთა ტოტების ნაწილი, დათვის ბრჭყალი, მგლის კბილი, ყურანიდან ამონარიდი (ქაღალდზე დაწერილი და ტყავის ან ქსოვილის ნაჭერში ჩაკერებული) და სხვ. მკითხავის მიერ შელოცვილ ასეთ ავგაროზს მისი პატრონი ტანსაცმელში ჩაიკერებდა ან კისერზე ჩამოკიდებულს ატარებდა. დუასგან განსხვავდებოდა ე.წ. ხინი, რომელსაც ადამიანისათვის მხოლოდ ზიანი მოჰქონდა.
ტერმინი дуа — არაბული სიტყვაა და „ლოცვას“ ნიშნავს. მას კავკასიის მაჰმადიანური მოსახლეობაც იცნობს.
ლიტერატურა
Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876.