დესეტინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დესეტინა (რუს. десятина, dessiatina) <ლათ. decima- მეათედი),

1. მიწის საზომი ერთეული რუსეთში. ცნობილია XV საუკუნის ბოლოდან. თავდაპირველად წარმოადგენდა კვადრატს, რომლის გვერდები 1/10 ვერსს (2500 კვ საჟენი) უდრიდა. სახაზინო დესეტინა 2400 კვ. საჟენით ანუ 1,0925 ჰა-ით განისაზღვრა.

XVIII საუკუნიდან XX საუკუნის 30-იან წლებამდე რუსეთში გამოიყენებოდა აგრეთვე სამეურნეო ირიბი, სამეურნეო წრიული, და საბახჩე ასობითი დესეტინები და, შესაბამისად, შეადგენდა 3200, 3600, 10000 კვ. საჟენს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ზომის მეტრულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დესეტინას გამოყენების სფერო შეიზღუდა, ხოლო 1927 წელს მთლიანად აიკრძალა;

2. მოსავლის ან სხვა შემოსავლის მეათედი ნაწილი, რომელსაც გადასახადის სახით იხდიდა მოსახლეობა, ეკლესია-მონასტრების შესანახად. თავდაპირველად, უძველეს დროში არსებობდა ებრაელებთან, შემდეგ კი დასავლეთის ქრისტიანულ ეკლესიებში გავრცელდა. შუა საუკუნეებში კათოლიკური ეკლესია კრეფდა დესეტინას პურისა და ყურძნის მოსავლისგან (ე.წ. დიდი დესეტინა), საბოსტნე და ტექნიკური კულტურების მოსავლისაგან (ე.წ. მცირე დესეტინა), მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებით მიღებული შემოსავლისაგან (ე.წ. სისხლის დესეტინა). მისი გაუქმება დაიწყო XVIII საუკუნის უკანასკნელი ათწლეულიდან. პირველად გაუქმდა საფრანგეთში 1789-1790 წლებში, - სხვა ქვეყნებში – XIX საუკუნის მანძილზე სხვადასხვა პერიოდში. რუსეთში დესეტინა შემოღებულ იქნა X საუკუნეში, ხოლო გაუქმებული – XIX საუკუნის ბოლოს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები