დეკანოსიძე თამარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თამარ დეკანოსიძე – (დ. 3 ნოემბერი, 1922, ხარაგაული – გ. 23 ივლისი, 2008). — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; პროფესორი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მონოგრაფიების, მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი; ღირსების (ორგზის) ორდენის კავალერი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1943).
სამუშაო გამოცდილება – სამედიცინო-სამეცნიერო საქმიანობა.
- საქართველოს პათოლოგანატომთა საზოგადოების თავმჯდომარე 1990 წლიდან.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან;
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).