დამაკვალიანებელი შეკითხვები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დამაკვალიანებელი შეკითხვები - დამაკვალიანებელი შეკითხვების დასმის დროს მასწავლებელმა შესაძლოა წინასწარ უბიძგოს მოსწავლეს გარკვეული პასუხისაკენ. ზოგიერთი შეკითხვა ასევე მასწავლებლის გარკვეულ კრიტიკულ დამოკიდებულებასაც მოიცავს. მაგალითად, „უკეთესი არ იქნებოდა, რომ...?“ „არ ფიქრობთ, ასე რომ გაგეკეთებინათ...? „ამიტომ მასწავლებელმა თავი უნდა აარიდოს ამგვარი კითხვების დასმას. თუმცა შესაძლებელია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს გამიზნულად დაუსვას ასეთი კითხვა და არა უნებლიედ.