დადეშქელიანი ანეტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დადეშქელიანი ანეტა – (1873 – 1922), მთარგმნელი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. ანა ალექსანდრეს ასული დადიანი-დადეშქელიანი; აკაკი წერეთლის დის მავრა (მატა) დადიანის ასული, ჯანსუღ დადეშქელიანის მეუღლე. რამდენიმე ლექსი აქვს დაბეჭდილი „ჯეჯილში”, ნათარგმნი აქვს ა.ს.პუშკინის „ფერია“ (დაიბეჭდა 1914 წ., ქუთაისში).
- გაზაფხული
- მიდის ზამთარი, მიიპარება,
- თან მისდევს თოვლი, მიჰყვება ქარი,
- და საქორწილოდ მომზადებულსა
- გაზაფხულს ხელში უპყრია ქნარი.
- რომ ტკბილის ჰანგით გამოაფხიზლო
- ბუნება, ზამთრით მიძინებული
- და უცნაურის, მხიბლავის ძალით
- აუთამაშოს სული და გული.
- აჰა, მერცხალი ტკბილად ჭიკჭიკებს,
- ეს გაზაფხულის წინამორბედი,
- და ნაზი იაც მორცხვად თავს იხრის,
- რომ დედა-მიწას უქადოს ბედი.