გესამტკუნსტვერკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გესამტკუნსტვერკი (გერმ. gesamtkunstwerk, gesamt – საერთო, kunst – ხელოვნება, werk- ნაწარმოები) რ. ვაგნერის მიერ შექმნილი ტერმინი: „გაერთიანებული ხელოვნების ნაწარმოები“; ვაგნერული ოპერის ესთეტიკური იდეალი – ნაწარმოები, რომელშიც სინთეზირებულია მუსიკა, ლიტერატურა, ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა, სცენური პლასტიკა (და ა.შ.).