გასაღების მრუდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გაასღების მრუდი- (curve of sale) - გრაფიკული გამოსახულება მათემატიკური დამოკიდებულებისა ფასების დონესა და იმ საქონლის მოცულობას შორის, რომლის ყიდვაც შესაძლებელია ბაზარზე ფასების ამა თუ იმ დონის პირობებში. გასაღების მრუდის აგება გასაღების სამსახურის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვინაიდან საბაზრო ეკონომიკაში ნებისმიერ კომერციულ გადაწყვეტილებას იმის გათვალისწინებით იღებენ, თუ როგორ გავლენას მოახდენს იგი პროდუქციის გასაღებაზე. გასაღების მრუდის გამოყენებით შესაძლებელია ზუსტად შეირჩეს ფასების ოპტიმალური დონე და ფირმის ყველაზე გონივრული კომერციული პოლიტიკა.