განალინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
განალინი (მეგრ.) – მეხისგან დაზარალებული ოჯახის მიერ ილორის წმ. გიორგის სახელობაზე შესრულებული ლოცვა. იმ შემთხვევაში, თუ მეხი საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობას, ან კიდევ ხეს დაეცემოდა, ოჯახი ხატისგან გალახულად – „ჟვარილად" — ჩაითვლებოდა. ამიტომ მას, მკითხავის რჩევით, ილორის წმ. გიორგისათვის ბატკანი ან ციკანი უნდა შეეწირა და მეხისა და ცეცხლისაგან დაცვა უნდა ეთხოვა.
ლიტერატურა
ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბ., 1941, გვ. 325.